ავტოსკოლა “ NEW DRIVE ACADEMY” - შენი სწავლისა და ჩაბარების გარანტი

ავტოსკოლა “ NEW DRIVE ACADEMY” - შენი სწავლისა და ჩაბარების გარანტი

ლიცენზირებული ავტოსკოლა „ NEW DRIVE ACADEMY “ დაარსდა 2013 წელს, ამ პერიოდის განმავლობაში ათასობით მოსწავლეს დავეხმარეთ მართვის მოწმობის აღებაში. ჩვენგან გასული მოსწავლეებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და არიან კანონმორჩილი მძღოლები. შესაძლებლობა გაქვთ ისწავლობთ შემდეგი კატეგორიები: A1, A. B1, B, BE, C1, C, C1E და მიიღოთ საბუთი, არასრულწლოვანი მოსწავლის შემთხვევაშიც მიიღებთ სკოლის საბუთს, რაც დაგეხმარებათ გამოცდაზე გასასვლელად.

ავტოსკოლაში დაგხვდებათ კომფორტი, ლამაზი გარემო, მარადღიმილიანი პერსონალი, მაქსიმალური სიმარტივე, ინფორმაციის და ყოველი დეტალის მაქსიმალურად მიწოდება მომხმარებელს, ყველაფერი ის რაც ხელს შეგიწყობთ სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად. ჩვენს მთავარ ღირსებას წარმოადგენს მომსახურება და ხარისხი, რასაც თითოეული მომხმარებელი იღებს, შემდეგ კი ჩვენს შესახებ გადასცემს პოტენციურ კლიენტებს. გვაქვს ჯანსაღი ამბიცია ვიყოთ პირველები.

სწავლის მეთოდის სწორ შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი სიძლიერე. ვეწინააღმდეგებით დაზეპირებასა და ნებისმიერი საკითხის გაუზრებლად დატოვებას, ჩვენს მოსწავლეებს არ ებადებათ კითხვა თუ რამდენი ბილეთი უნდა ისწავლონ, იმიტომ რომ არ მოგეთხოვებათ არც ერთი ბილეთის სწავლა, ბილეთებით უნდა ივარჯიშოთ მას შემდეგ, რაც მოისმენთ კონკრეტულ თეორიულ ნაწილს და გაიგებთ რას ან რატომ ნიშნავს თითოეული ნიშანი.

„NEW DRIVE ACADEMY“ გთავაზობთ თქვენზე მორგებულ სხვადასხვა კურსს:

  1. სრული თეორიული კურსი - მოიცავს 12 გაკვეთილს + შიდა გამოცდები, რაც სრულად საკმარისია ყველა თემის გასავლელად სულ რაღაც 50 ლარად.
  2. პრაქტიკული კურსი - თქვენზე მორგებული სასწავლო მოედნები, მთელი ქალაქის მასშტაბით არსებულ მოედნებზე შეგეძლებათ გაიაროთ პრაქტიკული გაკვეთილები. გარდა ამისა თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ ქალაქში მართვის გაკვეთილები პროფესიონალ ინსტრუქტორთან ერთად.
  3. თეორია + პრაქტიკა „ინდივიდუალური პაკეტი“ - ულიმიტო გაკვეთილები თეორიასა და პრაქტიკაში, სანამ მართვის მოწმობა თქვენი არ გახდება, წარუმატებლობის შემთხვევაში გადამზადება სრულიად უფასოდ, ეს პაკეტი კი 250 ლარად.

ერთად მივაღწიოთ დასახულ მიზანს კომფორტულ გარემოში ძალიან მარტივად.

მისამართი: ხოშარაულის N30 (ელიავას ბაზრობის ზედა მხარე) NEW AUTO MOTORS-ის ბიზნეს ცენტრის ll სართულზე.
ელ. ფოსტა: info@newdrive.ge
ტელეფონი: 555 52 06 60
ვებ-გვერდი: http://newdrive.ge