საგზაო ნიშნების ცნობარი

  • 3.1 "შესვლა აკრძალულია"
    ნიშანი კრძალავს მოცემული მიმართულებით ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების შესვლას. ნიშანი იდგმება ცალმხრივი მოძრაობის ქუჩის ან გზის გადასრბენის ბოლოში, ან ისეთ ადგილებში, სადაც უსაფრთხოების თვალსაზრისით მოძრაობა არ შეიძლება. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე.
  • 3.2 "მოძრაობა აკრძალულია"
    ნიშანი კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას გზის გარკვეულ მონაკვეთზე ან განსაზღვრულ ტერიტორიაზე. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზის უბნის წინ, სადაც ვრცელდება აღნიშნული აკრძალვა.ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება: - სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე; - სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქედან დანიშნულების ადგილესაკენ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინზე; - სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მართავს პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდი ან ინვალიდის გადამყვან სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე.
  • 3.3 "მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია"
    ნიშანი კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას გზის გარკვეულ მონაკვეთზე ან განსაზღვრულ ტერიტორიაზე. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზის უბნის წინ, სადაც ვრცელდება აღნიშნული აკრძალვა. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება: - სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე; - სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქედან დანიშნულების ადგილესაკენ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინზე; - სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მართავს პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდი ან ინვალიდის გადამყვან სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე.
  • 3.4. "სატვირთო ავტომობილის მოძრაობა აკრძალულია"
    კრძალავს სატვირთო ავტომობილისა და სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობების მოძრაობას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება, თუ ნიშანზე მასა არ არის მითი­თე­ბუ­ლი, ან აქვთ ნებადართული მაქსიმალური მასა, რომელიც აღემატება ნიშანზე მითითებულს. აგრეთვე ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის მოძრაობას. ნიშანი არ კრძალავს იმ სატვირთო ავტომობილის მოძრაობას რომელიც ემსახურება აკრძალვის ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქედან დანიშნულების ადგილესაკენ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინზე. არეთვე იმ სატვირთო ავტომობილების მოძრაობას, რომლებსაც ძარაზე აქვს დახრილი თეთრი ზოლები ან მგზავრთა გადასაყვანად არინ განკუთვნილი. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზის უბნის წინ, სადაც ვრცელდება აღნიშნული აკრძალვა.
  • 3.5 "მოტოციკლის მოძრაობა აკრძალულია"
    ნიშანი კრძალავს მოტოციკლის მოძრაობას გზის გარკვეულ მონაკვეთზე ან განსაზღვრულ ტერიტორიაზე. ნიშანი იდგმება უშუალოდ აკრძალვის ზონის წინ. ნიშანის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპოტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აკრძალვის ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქედან დანიშნულების ადგილესაკენ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინზე.
  • 3.6 "ტრაქტორის მოძრაობა აკრძალულია"
    ნიშანი კრძალავს ტრაქტორებისა და თვითმავალი მანქანების მოძრაობას. ნიშანი იდგმება უშუალოდ აკრძალვის ზონის წინ. ნიშანის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპოტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აკრძალვის ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქედან დანიშნულების ადგილესაკენ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინზე.
  • 3.7 "მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია"
    კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილებისა და ტრაქტორebis მოძრაობაs, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას. ნიშანი იდგმება უშუალოდ აკრძალვის ზონის წინ. ნიშანის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპოტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აკრძალვის ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქედან დანიშნულების ადგილესაკენ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინზე.
  • 3.8 "საჭაპანე ოთხთვალის მოძრაობა აკრძალულია"
    კრძალავს საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის), სასაპალნე და საჯდომი ცხოველების მოძრაობას, აგრეთვე პირუტყვის გადარეკვას. ნიშანი იდგმება უშუალოდ აკრძალვის ზონის წინ. ნიშანის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპოტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აკრძალვის ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქედან დანიშნულების ადგილესაკენ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინზე.
  • 3.9 "ველოსიპედით მოძრაობა აკრძალულია"
    კრძალავს ველოსიპედითა და მოპედით მოძრაობას. ნიშნის მოქმედების ზონაში ველოსიპედისტი უნდა ჩამოქვეითდეს და წაიყვანოს ველოსიპედი ხელით. ნიშანი იდგმება უშუალოდ აკრძალვის ზონის წინ.
  • 3.10 "ქვეითის მოძრაობა აკრძალულია"
    ნიშანი კრძალავს ქვეითთა მოძრაობას გზების იმ უბნებზე, სადაც უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს დაუშვებელია. აკრძალვა ვრცელდებაnbsp; მხოლოდ ქვეითებზე და ნიშანი იდგმება უშუალოდ აკრძალვის ზონის წინ. 3.10 ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზეც ის დგას.
  • 3.11 "მასის შეზღუდვა"
    ნიშანი კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების, აგრეთე სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობების მოძრაობას, რომელთა საერთო ფაქტიური აღემატება ნიშანზე მითითებულს. ნიშანს როგორც წესი ძირითადად დგამენ საინჟინრო ნაგებობების (ხიდები, ესტაკადები და ა. შ.) წინ, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებების დიდი მასის გამო შეიძლება დაზიანდეს.
  • 3.12 "ღერძზე დატვირთვის შეზღუდვა"
    კრძალავს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, რომლის ფაქტობრივი დატვირთვა რომელიმე ღერძზე აღემატება ნიშანზე მითითებულს. ნიშანი იდგმება უშუალოდ აკრძალვის ზონის წინ.
  • 3.13 "სიმაღლის შეზღუდვა"
    კრძალავს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიმაღლე ტვირთით ან უტვირთოდ აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. ნიშან დგამენ ხიდების, თაღებისა და სხვა ისეთი ადგილების წინ, სადაც გაბარიტული სიმაღლის გადამეტება არ მისცემს სატრანსპორტო საშუალების მძღოლს უსაფრთხო გავლის საშუალებას.
  • 3.14 "სიგანის შეზღუდვა"
    კრძალავს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგანე ტვირთით ან უტვირთოდ აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. ნიშანს დგამენ ვიწრო ხიდების, გვირაბებისა და სხვა ისეთი ადგილების წინ, სადაც გაბარიტული სიგანის გადამეტება არ მისცემს სატრანსპორტო საშუალების მძღოლს უსაფრთხო გავლის საშუალებას.
  • 3.15 "სიგრძის შეზღუდვა"
    ნიშანი კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, აგრეთე სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობების მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგრძე ტვირთით ან უტვირთოდ აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. ნიშანს დგამენ გზის ძალიან ვიწრო უბნების, სახიფათო და მცირე რადიუსიანი მოსახვევების წინ, სადაც ავტომატარებლებს და შეწყვილებულ ავტობუსებს უჭირთ მანევრირება და უქმნიან საფრთხეს მოძრაობას.
  • 3.16 "მინიმალური დისტანციის შეზღუდვა"
    კრძალავს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, რომელთა შორის დისტანცია ნიშანზე აღნიშნულზე ნაკლებია. ნიშანი იდგმება უშუალოდ აკრძალვის ზონის წინ. 3.16 ნიშნის მოქმედება ვრცელდება ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ არ არის გზაჯვარედინი - დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე გზასთან მიმდებარე ტერიტორიების გამოსას­ვლე­ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი. 3.16 ნიშნის მოქმედების ზონა შეიძლება შემცირდეს 7.2.1 „მოქმედების ზონა“ დამატებითი ინფორმაციის დაფის გამოყენებით.
  • 3.17.1 "საბაჟო"
    კრძალავს სატრანსპორტო საშუალების გაუჩერებლად გავლას საბაჟოსთან (საკონტროლო პუნქტთან). ნიშანი იდგმება უშუალოდ საკონტროლო პუნქტის წინ.
  • 3.17.2 "საშიშროება"
    კრძალავს ყველა სატრანსპორტო საშუალების შემდგომ მოძრაობას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან, ავარიასთან ან სხვა საშიშროებასთან დაკავშირებით. ნიშანი იდგმება უშუალოდ აკრძალვის ზონის წინ.
  • 3.18.1 "მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია"
    ნიშანი უკრძალავს მძღოლს მარჯვნივ მოხვევას. ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ის დგას. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე.
  • 3.18.2 "მარცხნივ მოხვევა აკრძალულია"
    ნიშანი უკრძალავს მძღოლს მარცხნივ მოხვევას, მობრუნება ნებადართულია. ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ის დგას. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე.
  • 3.19 "მობრუნება აკრძალულია"
    კრძალავს სატრანსპორტო საშუალების მობრუნებას. ნიშანი იდგმება გზაჯვარედინის წინ ან იმ ადგილებში სადაც გზის სიგანის გამო გაძნელებულია მობრუნება და ეს მანევრი საფრთხეს შეუქმნის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს. გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ის დგას. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე.
  • 3.20 "გასწრება აკრძალულია"
    კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ერთეული სატრანსპორტო საშუალებისა, მოპედის და ორთვლიანი მოტოციკლისა ეტლის გარეშე. ნიშანი იდგმება უშუალოდ აკრძალვის ზონის წინ. 3.20 ნიშნის მოქმედება ვრცელდება ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ არ არის გზაჯვარედინი - დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე გზასთან მიმდებარე ტერიტორიების გამოსას­ვლე­ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი. 3.20 ნიშნის მოქმედების ზონა შეიძლება შემცირდეს 7.2.1 „მოქმედების ზონა“ დამატებითი ინფორმაციის დაფის გამოყენებით.
  • 3.21 "გასწრების აკრძალვის ზონის დასასრული
    აღნიშნავს 3.20 „გასწრება აკრძალულია” ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს.
  • 3.22 "სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია"
    კრძალავს სატვირთო ავტომობილებით, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ერთეული სატრანსპორტო საშუალებისა, მოპედის და ორთვლიანი მოტოციკლისა ეტლის გარეშე. ტრაქტორს ეკრძალება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გასწრება, გარდა საჭაპანე ტრანსპორტისა და ველოსიპედისა ნიშანი იდგმება უშუალოდ აკრძალვის ზონის წინ. 3.22 ნიშნების მოქმედება ვრცელდება ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ არ არის გზაჯვარედინი - დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე გზასთან მიმდებარე ტერიტორიების გამოსას­ვლე­ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი.3.22 ნიშნის მოქმედების ზონა მცირდება ნიშნის მოქმედების ზონის ბოლოში 3.23„სატვირთო ავტომობილით გასწრების ზონის დასასრული” ნიშნის დადგმით ან 7.2.1 „მოქმედების ზონა“ დამატებითი ინფორმაციის დაფის გამოყენებით.
  • 3.23 "სატვირთო ავტომობილით გასწრების ზონის დასასრული"
    აღნიშნავს 3.22 „სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია” ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს.
  • 3.24 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა"
    კრძალავს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას სიჩქარით (კმ/სთ), რომელიც აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. ნიშანი იდგმება უშუალოდ აკრძალვის ზონის წინ. 5.22 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“ ნიშნით აღნიშნული დასახლებული პუნქტის წინ დადგმული 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ ნიშნის მოქმედება ვრცელდება პუნქტის ამღნიშვნელ 5.22 ნიშნამდე. 3.24 ნიშნების მოქმედება ვრცელდება ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ არ არის გზაჯვარედინი - დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე გზასთან მიმდებარე ტერიტორიების გამოსას­ვლე­ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი.3.24 ნიშნის მოქმედების ზონა მცირდება: - მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარის სხვა მნიშვნელობის მქონე 3.24 ნიშნის დადგმით; - ნიშნის მოქმედების ზონის ბოლოში 3.25„მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრული” ნიშნის დადგმით ან 7.2.1 „მოქმედების ზონა“ დამატებითი ინფორმაციის დაფის გამოყენებით.
  • 3.25 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრული"
    აღნიშნავს 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს.
  • 3.26 "ხმოვანი სიგნალით სარგებლობა აკრძალულია"
    კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.ნიშანი იდგმება უშუალოდ აკრძალვის ზონის წინ. 3.26 ნიშნების მოქმედება ვრცელდება ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ არ არის გზაჯვარედინი - დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე გზასთან მიმდებარე ტერიტორიების გამოსას­ვლე­ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი. 3.26 ნიშნის მოქმედების ზონა შეიძლება შემცირდეს 7.2.1 „მოქმედების ზონა“ დამატებითი ინფორმაციის დაფის გამოყენებით.
  • 3.27 "გაჩერება აკრძალულია"
    კრძალავს სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას და დგომას. ნიშანი იდგმება უშუალოდ /span>აკრძალვის ზონის წინ. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. 3.27 ნიშანი შეიძლება გამოყენებული იქნეს 1.4 მონიშვნასთან ერთად, ამ შემთხვევაში ნიშნების მოქმედების ზონა განისაზღვრება მონიშვნის ხაზის სიგრძით. 3.27 ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზეც ის გდას. 3.27 ნიშნების მოქმედება ვრცელდება ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ არ არის გზაჯვარედინი - დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე გზასთანm მიმდებარე ტერიტორიების გამოსას­ვლე­ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი. 3.27 ნიშნის მოქმედების ზონა მცირდება მისი მოქმედების ზონის ბოლოში 7.2.3 „მოქმედების ზონა“ დამატებითი ინფორმაციის დაფიანი განმეორებითი 3.27-3.30 ნიშნის დადგმით ან 7.2.2 „მოქმედების ზონა“ დაფის გამოყენებით.
  • 3.28 "დგომა აკრძალულია"
    კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას. ნიშანი იდგმება უშუალოდ აკრძალვის ზონის წინ. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება ტაქსზე, რომელსაც ჩართული აქვს ტაქსომეტრი და იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მართავს პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდი ან ინვალიდის გადამყვან სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე. 3.28 ნიშანი შეიძლება გამოყენებული იქნეს 1.10 მონიშვნასთან ერთად, ამ შემთხვევაში ნიშნების მოქმედების ზონა განისაზღვრება მონიშვნის ხაზის სიგრძით. 3.28 ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზეც ის დგას. 3.28 ნიშნების მოქმედება ვრცელდება ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ არ არის გზაჯვარედინი - დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე გზასთან მიმდებარე ტერიტორიების გამოსას­ვლე­ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი. 3.28 ნიშნის მოქმედების ზონა მცირდება მისი მოქმედების ზონის ბოლოში 7.2.3 „მოქმედების ზონა“ დამატებითი ინფორმაციის დაფიანი განმეორებითი 3.27-3.30 ნიშნის დადგმით ან 7.2.2 „მოქმედების ზონა“ დაფის გამოყენებით.
  • 3.29 "დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში"
    კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის კენტ რიცხვებში. ნიშანი იდგმება უშუალოდ აკრძალვის ზონის წინ. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება ტაქსზე, რომელსაც ჩართული აქვს ტაქსომეტრი და იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მართავს პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდი ან ინვალიდის გადამყვან სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე. 3.29 და 3.30 ნიშნების ერთდროულად გამოყენებისას, სატრანსპორტო საშუალე­ბის გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადაყენების დროა 19-დან 21 საათამდე. 3.29 ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზეც ის დგას. 3.29 ნიშნების მოქმედება ვრცელდება ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ არ არის გზაჯვარედინი - დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე გზასთან მიმდებარე ტერიტორიების გამოსას­ვლე­ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი. 3.29 ნიშნის მოქმედების ზონა მცირდება მისი მოქმედების ზონის ბოლოში 7.2.3 „მოქმედების ზონა“ დამატებითი ინფორმაციის დაფიანი განმეორებითი 3.27-3.30 ნიშნის დადგმით ან 7.2.2 „მოქმედების ზონა“ დაფის გამოყენებით.
  • 3.30 "დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში"
    კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის ლუწ რიცხვებში. ნიშანი იდგმება უშუალოდ აკრძალვის ზონის წინ. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება ტაქსზე, რომელსაც ჩართული აქვს ტაქსომეტრი და იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მართავს პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდი ან ინვალიდის გადამყვან სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე. 3.29 და 3.30 ნიშნების ერთდროულად გამოყენებისას, სატრანსპორტო საშუალე­ბის გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადაყენების დროა 19-დან 21 საათამდე. 3.30 ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზეც ის დგას. 3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ არ არის გზაჯვარედინი - დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე გზასთან მიმდებარე ტერიტორიების გამოსას­ვლე­ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი. 3.30 ნიშნის მოქმედების ზონა მცირდება მისი მოქმედების ზონის ბოლოში 7.2.3 „მოქმედების ზონა“ დამატებითი ინფორმაციის დაფიანი განმეორებითი 3.27-3.30 ნიშნის დადგმით ან 7.2.2 „მოქმედების ზონა“ დაფის გამოყენებით.
  • 3.31 "ყველა შეზღუდვის ზონის დასასრული"
    აღნიშნავს 3.16, 3.20, 3.24, 3.26-3.30 ამკრძალავი ნიშნებიდან ერთდროულად რამდენიმე ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს.
  • 3.32 "საშიში ტვირთის გადამტანი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია"
    კრძალავს საცნობი ნიშნით „საშიში ტვირთი“ აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას. ნიშანი იდგმება უშუალოდ აკრძალვი ზონის წინ.
  • 3.33 "ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამტანი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია"
    კრძალავს საცნობი ნიშნით „საშიში ტვირთი“ აღჭურვილი და 19433-88 სახელმწიფო სტანდარტით 1.22-2.4, 3.1, 3.2 5.2 კლასის საშიში ტვირთის გადასატანად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას. ნიშანი იდგმება უშუალოდ აკრძალვი ზონის წინ.