საგზაო ნიშნების ცნობარი

  • 6.1. " პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი "
    მიუთითებს ობიექტს, სადაც შესაძლებელია პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
  • 6.2. " საავადმყოფო "
    მიუთითებს ობიექტს, სადაც შესაძლებელია დაზარალებულისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და სტაციონარში მოთავსება.
  • 6.3. " ავტოგასამართი სადგური "
    მიუთითებს ობიექტს, სადაც შეიძლება ავტომობილის გაწყობა საწვავ-საპოხი მასალებით.
  • 6.4. " ავტომობილის ტექნიკური მომსახურება "
    მიუთითებს ობიექტზე, სადაც შეიძლება ავტომობილს ჩაუტარდეს ტექნიკური მომსახურება.
  • 6.5. " ავტომობილის რეცხვა "
    მიუთითებს ობიექტს, სადაც შეიძლება ავტომობილის გარეცხვა.
  • 6.6. " ტელეფონი "
    მიუთითებს ტელეფონ-ავტომატის ან კავშირგაბმულობის სამსახურის მდებარეობის შესახებ.
  • 6.7. " კვების ობიექტი "
    მიუთითებს კვების ობიექტის მდებარეობის შესახებ.
  • 6.8. " სასმელი წყალი "
    მიუთითებს სასმელი წყლის მდებარეობის შესახებ.
  • 6.9 " სასტუმრო ან მოტელი "
    მიუთითებს სასტუმროს ან მოტელის მდებარეობის შესახებ.
  • 6.10. " კემპინგი "
    მიუთითებს ტურისტთა დასასვენებელი ობიექტის მდებარეობის შესახებ.
  • 6.11. " დასვენების ადგილი "
    მიუთითებს გზის მახლობლად დასასვენებელი ადგილის მდებარეობის შესახებ
  • 6.12. " საგზაო პოლიციის საგუშაგო "
    მიუთითებს საგზაო პოლიციის სტაციონარული საგუშაგოს მდებარეობის შესახებ.