საგზაო ნიშნების ცნობარი

  • 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე"
    მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე).
  • 7.1.2 "მანძილი ობიექტამდე"
    მიუთითებს მანძილს 2.4 „დაუთმე გზა“ ნიშნიდან გზაჯვარედინამდე, თუ უშუალოდ გზაჯვარედინის წინ დადგმულია ნიშანი 2.5 „გაუჩერებლად გავლა აკრძალულია“.
  • 7.1.3 "მანძილი ობიექტამდე"
    მიუთითებს მანძილს გზიდან მარჯვენა მხარეს მდებარე ობიექტამდე.
  • 7.1.4 "მანძილი ობიექტამდე"
    მიუთითებს მანძილს გზიდან მარცხენა მხარეს მდებარე ობიექტამდე.
  • 7.2.1 "მოქმედების ზონა"
    მიუთითებს გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნების მოქმედების ზონას.
  • 7.2.2 "მოქმედების ზონა"
    7.2.2 მიუთითებს 3.27-3.30 ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონას.
  • 7.2.3 "მოქმედების ზონა"
    7.2.2 მიუთითებს 3.27-3.30 ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონის დასასრულს.
  • 7.2.4 "მოქმედების ზონა"
    7.2.2 მძღოლს აწვდის ინფორმაციას 3.27- 3.30 ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონაში მისი ყოფნის შესახებ.
  • 7.2.5 "მოქმედების ზონა"
    7.2.2 მიუთითებს 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების მიმართულებასა და ზონას, დგომისა და გაჩერების აკრძალვისას მოედნის, შენობის ფასადისა და ა.შ. ერთი მხარის გასწვრივ .
  • 7.2.6 "მოქმედების ზონა"
    მიუთითებს 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების მიმართულებასა და ზონას, დგომისა და გაჩერების აკრძალვისას მოედნის, შენობის ფასადისა და ა.შ. ერთი მხარის გასწვრივ.
  • 7.3.1 "მოქმედების მიმართულება"
    მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას მარჯვნივ ან მოძრაობის მიმართულებას უშუალოდ გზასთან მდებარე ნიშანზე აღნიშნული ობიექტისაკენ.
  • 7.3.2 "მოქმედების მიმართულება"
    მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას მარცხნივ ან მოძრაობის მიმართულებას უშუალოდ გზასთან მდებარე ნიშანზე აღნიშნული ობიექტისაკენ.
  • 7.3.3 "მოქმედების მიმართულება"
    მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას მარჯვნივ და მარცხნივ.
  • 7.4.1 "სატრანსპორტო საშუალების სახეობა"
    ნიშნის მოქმედებას ავრცელებს სატვირთო ავტომობილებზე, აგრეთვე მისაბმელიან სატვირთო ავტომობილებზე, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3.5 ტონას აღემატება.
  • 7.4.2 "სატრანსპორტო საშუალების სახეობა"
    ნიშნის მოქმედებას ავრცელებს ყველა სახის მისაბმელიან სატვირთო ავტომობილებზე და ტრაქტორებზე, აგრეთვე იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ახორციელებენ ბუქსირებას.
  • 7.4.3 "სატრანსპორტო საშუალების სახეობა"
    ნიშნის მოქმედებას ავრცელებს მსუბუქ ავტომობილებზე, აგრეთვე სატვირთო ავტომობილებზე, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3.5 ტონაზე ნაკლებია.
  • 7.4.4 "სატრანსპორტო საშუალების სახეობა"
    ნიშნის მოქმედებას ავრცელებს ავტობუსებზე, აგრეთვე იმ სატვირთო ავტომობილებზე, რომლებიც მოწყობილია მგზავრთა გადასაყვანად.
  • 7.4.5 "სატრანსპორტო საშუალების სახეობა"
    ნიშნის მოქმედებას ავრცელებს ყველა სახის ტრაქტორებზე და თვითმავალ მანქანებზე.
  • 7.4.6 "სატრანსპორტო საშუალების სახეობა"
    ნიშნის მოქმედებას ავრცელებს მოტოციკლებზე და ოთხთვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა წონა დაუტვირთავად არ აღემატება 400 კილოგრამს.
  • 7.4.7 "სატრანსპორტო საშუალების სახეობა"
    ნიშნის მოქმედებას ავრცელებს ველოსიპედებზე.
  • 7.4.8 "სატრანსპორტო საშუალების სახეობა"
    ნიშნის მოქმედებას ავრცელებს საცნობი ნიშნით „საშიში ტვირთი“ აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებებზე.
  • 7.5.1 "შაბათი, კვირა და სადღესასწაულო დღეები"
    მიუთითებს, რომ ნიშანი მოქმედებს შაბათს, კვირას და სადღესასწაულო დღეებში.
  • 7.5.2 "სამუშაო დღეები"
    მიუთითებს, რომ ნიშანი მოქმედებს კვირის სამუშაო დღეებში.
  • 7.5.3 "კვირის დღეები"
    მიუთითებს კვირის კონკრეტულ დღეებს, რომელთა განმავლობაში მოქმედებს ნიშანი.
  • 7.5.4 "მოქმედების დრო"
    მიუთითებს დღე-ღამის დროზე, როდესაც მოქმედებს ნიშანი.
  • 7.5.5 "მოქმედების დრო"
    მიუთითებს შაბათს, კვირას და სადღესასწაულო დღეებში დღე-ღამის დროზე, როდესაც მოქმედებს ნიშანი.
  • 7.5.6 "მოქმედების დრო"
    მიუთითებს კვირის სამუშაო დღეებში დღე-ღამის დროზე, როდესაც მოქმედებს ნიშანი.
  • 7.5.7 "მოქმედების დრო"
    მიუთითებს კვირის კონკრეტულ დღეებში დღე-ღამის დროზე, როდესაც მოქმედებს ნიშანი.
  • 7.6.1 "სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი"
    მიუთითებს, რომ სადგომზე ყველა სატრანსპორტო საშუალება უნდა დადგეს სავალ ნაწილზე ტროტუარის გასწვრივ.
  • 7.6.2 "სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი"
    მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე.
  • 7.6.3 "სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი"
    მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე.
  • 7.6.4 "სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი"
    მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე.
  • 7.6.5 "სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი"
    მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე.
  • 7.6.6 "სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი"
    მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე.
  • 7.6.7 "სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი"
    მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე.
  • 7.6.8 "სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი"
    მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე.
  • 7.6.9 "სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი"
    მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე.
  • 7.7 "დგომა გამორთული ძრავით"
    მიუთითებს, რომ 5.15 „დგომის ადგილი“ ნიშნით აღნიშნულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების დგომა ნებადართულია მხოლოდ გამორთული ძრავით.
  • 7.8 "ფასიანი მომსახურება"
    მიუთითებს, რომ მომსახურება წარმოებს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით.
  • 7.9 "დგომის ხანგრძლივობის შეზღუდვა"
    მიუთითებს 5.15 “დგომის ადგილი“ ნიშნით აღნიშნულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალებათა დგომის მაქსიმა­ლურ ხანგრძლივობაზე.
  • 7.10 "ავტომობილის დათვალიერების ადგილი"
    დაფა მიუთითებს, რომ 5.15 ან 6.11 ნიშნებით მითითებულ მოედნებზე მოწყობილია ესტაკადა ან დასათვალიერებელი ორმო.
  • 7.11 "ნებადართული მაქსიმალური მასის შეზღუდვა"
    მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემა­ტება დაფაზე მითითებულს.
  • 7.12 "სახიფათო გზისპირი"
    მიუთითებს, რომ გზისპირზე გადასვლა სახიფათოა მასზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, და გამოიყენება 1.23 „საგზაო სამუშაოები“ ნიშანთან ერთად.
  • 7.13. "მთავარი გზის მიმართულება"
    მიუთითებს მთავარი გზის მიმართულებას გზაჯვარედინზე და გამოიყენება გზაჯვარედინის წინ დადგმული 2.1 „მთავარი გზა“, 2.4 „დაუთმე გზა“, და 2.5 „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“ ნიშნებთან ერთად.
  • 7.14 "მოძრაობის ზოლი"
    გამოიყენება ამკრძალავ და მიმთითებელ ნიშნებთან ერთად და მიუთითებს ზოლზე, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის ან შუქნიშნის მოქმედება.
  • 7.15 "უსინათლო ქვეითი"
    7.15 მიუთითებს, რომ ქვეითთა გადა­სასვლელით სარგებლობს უსინათლო და გამოიყენება ქვეითთა გადასასვლელის აღმნიშვნელ 1.20, 5.16.1, ნიშნებთან და შუქნიშნებთან ერთად.
  • 7.16 "სველი საფარი"
    მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება დროის იმ პერიოდში, როცა სავალი ნაწილის საფარი სველია.
  • 7.17 "ინვალიდი"
    მიუთითებს, რომ 5.15 ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ მოტოეტლსა და ავტომობილზე, რომლებ­ზეც დადგმულია საცნობი ნიშანი „ინვალიდი”.
  • 7.18 "გარდა ინვალიდისა"
    მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება მოტოეტლსა და ავტომობილზე, რომლებზეც დადგმულია საცნობი ნიშანი „ინვალიდი”.
  • 7.19 "საშიში ტვირთის კლასი"
    მიუთითებს საშიში ტვირთის კლასის (კლასების) ნომერს 19433-88 სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით, რომელთა გადამტან სატრანსპორტო საშუალებებზე ვრცელდება ნიშნის მოქმედება.