სიახლე! მსურველებს შეგიძლიათ გადმოწერეთ მართვის მოწმობის ბილეთები

აირჩიე კატეგორია

"ბილეთების სია:" C1, "ბილეთების რაოდენობა": 1073

#161
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივად ჩართული წითელი და ყვითელი მაშუქი სიგნალები კრძალავს მოძრაობას და იტყობინება მწვანე მაშუქი სიგნალის მოსალოდნელი ჩართვის შესახებ.
ერთობლივად ჩართული შუქნიშნის წითელი და ყვითელი მაშუქი სიგნალები:
1

კრძალავს მოძრაობას და იტყობინება მწვანე მაშუქი სიგნალის მოსალოდნელი ჩართვის შესახებ

2

რთავს მოძრაობის ნებას და იძლევა ინფორმაციას გზის მონაკვეთზე საფრთხის არსებობის შესახებ

#162
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე შუქნიშნის წითელ მოციმციმე მაშუქ სიგნალთან ერთად შეიძლება მიეცეს ხმოვანი სიგნალი, რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეებს დამატებით ამცნობს რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობის აკრძალვის შესახებ.
რკინიგზის გადასასვლელზე, შუქნიშნის წითელ მოციმციმე მაშუქ სიგნალთან ერთად მიცემული ხმოვანი სიგნალი, მოძრაობის მონაწილეებს დამატებით აწვდის ინფორმაციას:
1

გადასასვლელზე მოძრაობის აკრძალვის შესახებ

2

გადასასვლელზე მოძრაობის გაგრძელების უფლების შესახებ

#165
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 4.1.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.1.1 „მოძრაობა პირდაპირ“ რთავს მხოლოდ ისრით ნაჩვენები მიმართულებით მოძრაობის ნებას. ამავე პუნქტის შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 4.1.1-4.1.6 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი.
რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?
1

მხოლოდ ლურჯი ავტომობილის მძღოლს

2

მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლს

3

ორივე ავტომობილის მძღოლს

4

არცერთი ავტომობილის მძღოლს

#166
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წითელი მაშუქი სიგნალი ან წითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი კრძალავს მოძრაობას.
მოცემულ სიტუაციაში ავტომობილის მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:
1

A მიმართულებით

2

B მიმართულებით

3

C მიმართულებით

4

არცერთი მიმართულებით

#167
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მწვანე, ყვითელ და წითელ მაშუქ სიგნალებს, რომლებზედაც გამოსახულია ისარი/ისრები, იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც შესაბამისი ფერის უისრო მაშუქ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით/ისრებით მითითებული მიმართულებით/მიმართულებებით. ამასთანავე, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს აკრძალული არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით. იგივე მნიშვნელობა აქვს შუქნიშნის დამატებით სექციაში მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახულ ისარს. შუქნიშნის დამატებითი სექციის გამორთული მაშუქი სიგნალი იტყობინება, რომ ამ სექციით რეგულირებული მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია.
აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, შუქნიშნის ამ სიგნალზე?
1

აქვს უფლება

2

არ აქვს უფლება

#168
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარედინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა იმ მიმართულებით მოძრაობას, რომელზედაც მოძრაობა გახსნილია. თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზებია (ან/და 7.16 საგზაო ნიშნებია), მძღოლმა უნდა იხელმძღვანელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით.
მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა ლურჯი ავტომობილის მძღოლი ისრის მიმართულებით მობრუნების მანევრის შესრულებისას გაჩერდეს გამყოფ ზოლებს შორის არსებულ მოძრაობის ამკრძალავ შუქნიშნის მაშუქ სიგნალზე?
1

ვალდებულია

2

არ არის ვალდებული

3

არ არის ვალდებული თუ არ შეაფერხებს საპირისპირო მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს

#169
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარედინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა იმ მიმართულებით მოძრაობას, რომელზედაც მოძრაობა გახსნილია. თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზებია (ან/და 7.16 საგზაო ნიშნებია), მძღოლმა უნდა იხელმძღვანელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით.
მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა ლურჯი ავტომობილის მძღოლი ისრის მიმართულებით მობრუნების მანევრის შესრულებისას გაჩერდეს გამყოფ ზოლებს შორის არსებულ მოძრაობის ამკრძალავ შუქნიშნის მაშუქ სიგნალზე?
1

ვალდებულია

2

არ არის ვალდებული

#170
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად თუ შუქნიშნები გზის სავალი ნაწილის თანმხვედრი მიმართულების მხარეს არსებული თითოეული მოძრაობის ზოლის ზევითაა განლაგებული, თითოეული შუქნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ მოძრაობის ზოლზე, რომლის ზემოთაც არის იგი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მწვანე, ყვითელ და წითელ მაშუქ სიგნალებს, რომლებზედაც გამოსახულია ისარი/ისრები, იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც შესაბამისი ფერის უისრო მაშუქ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით/ისრებით მითითებული მიმართულებით/მიმართულებებით. ამასთანავე, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს აკრძალული არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით. იგივე მნიშვნელობა აქვს შუქნიშნის დამატებით სექციაში მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახულ ისარს. შუქნიშნის დამატებითი სექციის გამორთული მაშუქი სიგნალი იტყობინება, რომ ამ სექციით რეგულირებული მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია.
რა მიმართულებით შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, შუქნიშნის ამ სიგნალზე?
1

მხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ

2

მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ

3

ყველა მიმართულებით

4

მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)

#171
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, გზის სავალ ნაწილზე შესაბამისი საგზაო მონიშვნით, საგზაო ნიშნით ან შუქნიშნით აღნიშნული ქვეითთა გადასასვლელის არარსებობისას მძღოლი, რომელიც სხვა გზაზე შესასვლელად მოხვევას ასრულებს, ვალდებულია გზა დაუთმოს ამ გზის სავალ ნაწილზე შესულ ქვეითებს. მან უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე იმ ქვეითების მიმართ, რომლებიც გზის სავალ ნაწილზე გადადიან სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაში ჩასასხდომად ან იქიდან გადმოსხდომის შემდეგ.
ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გზა დაუთმოს ქვეითებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1

ვალდებულია

2

არ არის ვალდებული

#172
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვის, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტის კოლონები გზის სავალ ნაწილზე მოძრაობისას უნდა დაიყოს ჯგუფებად, მაგრამ არაუმეტეს 10 სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვისა და 5 საჭაპანო ტრანსპორტისა თითოეულში. გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა იყოს 80-100 მეტრი.
სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვის, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტის ჯგუფების გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შემთხვევაში, გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს:
1

20-40 მეტრს

2

40-60 მეტრს

3

60-80 მეტრს

4

90-100 მეტრს

#173
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საჭაპანო ტრანსპორტის მეხრემ გზის მიმდებარე ტერიტორიიდან ან მეორეხარისხოვანი გზიდან იმ ადგილზე გასვლისას, სადაც ცუდი ხილვადობაა, პირუტყვი აღვირით უნდა ატაროს.
ვალდებულია თუ არა საჭაპანო ტრანსპორტის მეხრე, გზის მიმდებარე ტერიტორიიდან ან მეორეხარისხოვანი გზიდან იმ ადგილზე გასვლისას, სადაც ცუდი ხილვადობაა, პირუტყვი აღვირით ატაროს?
1

არ არის ვალდებული

2

ვალდებულია

#174
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პირუტყვის გზაზე გადარეკვა, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს დღე-ღამის ნათელ დროს.
პირუტყვის გზაზე გადარეკვა, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს:
1

დღე-ღამის ბნელ დროს

2

დღე-ღამის ნათელ დროს

3

როგორც დღე-ღამის ნათელ, ასევე ბნელ დროს

#176
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, შეასრულონ შუქნიშნის ფერადი მაშუქი სიგნალის მოთხოვნები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოთხოვნები ეწინააღმდეგება გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოთხოვნებს.
თუ შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნები ეწინააღმდეგება გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო ნიშნების მოთხოვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა უნდა იხელმძღვანელონ:
1

შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნებით

2

გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო ნიშნების მოთხოვნებით

#177
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, შეასრულონ შუქნიშნის ფერადი მაშუქი სიგნალის მოთხოვნები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოთხოვნები ეწინააღმდეგება გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოთხოვნებს.
თუ შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნები ეწინააღმდეგება გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო მონიშვნების მოთხოვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა უნდა იხელმძღვანელონ:
1

გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო მონიშვნების მოთხოვნებით

2

შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნებით

#178
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელთან, გემის ან ბორნის მისადგომთან, გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელთან და იმ ადგილას, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია, გამოიყენება ერთ სადგარზე, ერთსა და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალი, რომელთაგან წითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს „სდექ“ ხაზის გადაკვეთას, მისი არარსებობის შემთხვევაში კი − შუქნიშნის იქით გადასვლას, ხოლო ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს შეუძლიათ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ, ამასთანავე, ვალდებული არიან, დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე. თუ ფერადი მაშუქი სიგნალები გამორთულია, მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ხილვადობის ფარგლებში არ ჩანს გადასასვლელთან მოახლოებული მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა).
ერთ სადგარზე, ერთი და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალის მქონე შუქნიშანი გამოიყენება:
1

რკინიგზის გადასასვლელებზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელებთან, გემის ან ბორნის მისადგომებთან, ასევე გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელებთან და ადგილებში, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია

2

იმ სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება

3

სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლებზე

#179
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელთან, გემის ან ბორნის მისადგომთან, გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელთან და იმ ადგილას, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია, გამოიყენება ერთ სადგარზე, ერთსა და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალი, რომელთაგან წითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს „სდექ“ ხაზის გადაკვეთას, მისი არარსებობის შემთხვევაში კი − შუქნიშნის იქით გადასვლას, ხოლო ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს შეუძლიათ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ, ამასთანავე, ვალდებული არიან, დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე. თუ ფერადი მაშუქი სიგნალები გამორთულია, მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ხილვადობის ფარგლებში არ ჩანს გადასასვლელთან მოახლოებული მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა).
რკინიგზის გადასასვლელზე ერთ სადგარზე, ერთი და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე, ან ერთი მოციმციმე ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს:
1

ეკრძალებათ მოძრაობა

2

უფლება აქვთ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ ამასთან ვალდებულები არიან დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე

#180
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელთან, გემის ან ბორნის მისადგომთან, გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელთან და იმ ადგილას, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია, გამოიყენება ერთ სადგარზე, ერთსა და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალი, რომელთაგან წითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს „სდექ“ ხაზის გადაკვეთას, მისი არარსებობის შემთხვევაში კი − შუქნიშნის იქით გადასვლას, ხოლო ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს შეუძლიათ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ, ამასთანავე, ვალდებული არიან, დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე. თუ ფერადი მაშუქი სიგნალები გამორთულია, მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ხილვადობის ფარგლებში არ ჩანს გადასასვლელთან მოახლოებული მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა).
თუ რკინიგზის გადასასვლელზე შუქნიშნის მაშუქი სიგნალები გამორთულია:
1

მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ხილვადობის ფარგლებში არ ჩანს გადასასვლელთან მოახლოებული მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა)

2

მოძრაობა აკრძალულია

#181
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის რეგულირებისათვის გზის სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება, გამოიყენება რევერსული შუქნიშანი წითელი X ნიშნის მაშუქი სიგნალითა და ქვემოთ მიმართული მწვანე ისრით. ეს სიგნალი და ისარი შესაბამისად იმ ზოლზე მოძრაობას კრძალავს ან იმ ზოლზე მოძრაობის ნებას რთავს, რომლის ზემოთაც ისინია განლაგებული. რევერსული შუქნიშნის ძირითად ფერად მაშუქ სიგნალებს შეიძლება დაემატოს დიაგონალურად ქვემოთ – მარჯვნივ ან მარცხნივ დახრილი ისრის მქონე ყვითელი ან თეთრი მაშუქი სიგნალი, რომლის ჩართვა იტყობინება ფერადი მაშუქი სიგნალის შემდგომი შეცვლისა და ისრით მითითებულ ზოლზე გადასვლის ვალდებულების შესახებ. ორივე მხრიდან 1.9 საგზაო მონიშვნით აღნიშნული ზოლის ზემოთ მდებარე გამორთული რევერსული შუქნიშანი კრძალავს ამ ზოლზე გასვლას.
რევერსული შუქნიშანი, წითელი ფერის X ნიშნის სიგნალითა და ქვემოთ მიმართული მწვანე ისრით გამოიყენება:
1

მხოლოდ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისთვის

2

მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისათვის სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება

3

ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

#182
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, შუქნიშნის ძირითად მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახული კონტურის ისარი/ისრები მძღოლს ამცნობს შუქნიშანზე დამატებითი სექციის შესაძლო არსებობის შესახებ და მიუთითებს ამ სექციის ფერადი მაშუქი სიგნალისაგან განსხვავებული მოძრაობის სხვა ნებადართული მიმართულებების შესახებ.
შუქნიშნის ძირითად მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახული კონტურის ისარი/ისრები:
1

მძღოლს აწვდის ინფორმაციას შუქნიშანზე დამატებითი სექციის არსებობის შესახებ და მიუთითებს ამ დამატებითი სექციის მაშუქი სიგნალით განსაზღვრული მიმართულებების შესახებ

2

მძღოლს ამცნობს შუქნიშანზე დამატებითი სექციის შესაძლო არსებობის შესახებ და მიუთითებს ამ სექციის ფერადი მაშუქი სიგნალისაგან განსხვავებული მოძრაობის სხვა ნებადართული მიმართულებების შესახებ

3

ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა პასუხი სწორია

#183
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს „T“-სებურად განლაგებული მოყვითალო ოთხი მრგვალი მაშუქი სიგნალი. მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი ან რამდენიმე ზედა მაშუქი სიგნალი, რომელთაგან მარცხენა მარცხნივ მოძრაობის უფლებას იძლევა, საშუალო – პირდაპირ, მარჯვენა კი − მარჯვნივ. თუ ჩართულია მხოლოდ სამი ზედა მაშუქი სიგნალი, მოძრაობა აკრძალულია.
„T“-სებურად განლაგებული მოყვითალო ოთხი მრგვალი მაშუქი სიგნალი შეიძლება გამოყენებული იქნეს:
1

T-სებურ გზაჯვარედინზე მოძრაობის რეგულირებისათვის

2

სამარშუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისათვის

3

თვლიანი ტრაქტორების მოძრაობის რეგულირებისათვის