სიახლე! მსურველებს შეგიძლიათ გადმოწერეთ მართვის მოწმობის ბილეთები

აირჩიე კატეგორია

"ბილეთების სია:" D1, "ბილეთების რაოდენობა": 915

#2
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მძღოლმა მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გამოსვლისას ან გზიდან ასეთ ტერიტორიაზე შესვლისას გზა უნდა დაუთმოს ქვეითებს.
ვალდებულია თუ არა წითელი ავტომობილის მძღოლი, მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას გზა დაუთმოს ქვეითებს?
1

ვალდებულია

2

არ არის ვალდებული

#10
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 4.3 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.3 „წრიული მოძრაობა” - რთავს ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას გზაჯვარედინზე, რომელზედაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს მობრუნების მანევრი შეასრულოს:
1

მხოლოდ A მიმართულებით

2

მხოლოდ B მიმართულებით

3

როგორც A, ასევე B მიმართულებით

#14
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომელსაც ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს მკვეთრად დამუხრუჭების გარეშე არ შეუძლია გაჩერდეს ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში, უფლება აქვს, განაგრძოს მოძრაობა. ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ამთავრებს გზაჯვარედინზე გადასვლას, და ქვეითს, რომელმაც ვერ დაამთავრა სავალ ნაწილზე გადასვლა მოცემული მიმართულებით.
აქვს თუ არა წითელი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება, თუ შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის შემდეგ, ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვისას მას არ შეეძლო „სდექ“ ხაზთან გაჩერება მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე?
1

აქვს უფლება

2

არ აქვს უფლება

#15
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: გ) წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი - ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგუ-ლირებლის ზურგის უკან.
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალებათ ისრის მიმართულებით მოძრაობა მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
1

ტრამვაისა და მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს

2

ავტობუსისა და მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს

3

ტრამვაისა და ავტობუსის მძღოლებს

#23
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომელსაც ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს მკვეთრად დამუხრუჭების გარეშე არ შეუძლია გაჩერდეს ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში, უფლება აქვს, განაგრძოს მოძრაობა. ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ამთავრებს გზაჯვარედინზე გადასვლას, და ქვეითს, რომელმაც ვერ დაამთავრა სავალ ნაწილზე გადასვლა მოცემული მიმართულებით.
ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გზა დაუთმოს ავტობუსის მძღოლს, რომელიც ამთავრებს გზაჯვარედინზე გადასვლას?
1

ვალდებულია

2

არ არის ვალდებული

#26
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას საგზაო მოძრაობის მონაწილემ, გადაკვეთებზე გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს.
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1

ჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - კვადროციკლმა, ბოლოს - ავტობუსმა

2

ჯერ უნდა გაიაროს კვადროციკლმა, შემდეგ - ავტობუსმა, ბოლოს - მსუბუქმა ავტომიბლმა

3

ჯერ უნდა გაიაროს ავტობუსმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - კვადროციკლმა

#28
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა.
რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

2

ავტობუსის მძღოლს

#31
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მძღოლმა უნდა უზრუნველყოს, რომ მის მფლობელობაში მყოფმა სატრანსპორტო საშუალებამ მინიმალური ზიანი მიაყენონ გარემოს.
ვალდებულია თუ არა მძღოლი, უზრუნველყოს, რომ მის მფლობელობაში არსებულმა სატრანსპორტო საშუალებებმა მინიმალური ზიანი მიაყენონ გარემოს?
1

არ არის ვალდებული

2

ვალდებულია

#32
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების შემდეგ ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებითაა დასაშვები შემდეგი საქმიანობა: გ) უშუალოდ გზასთან ჯიხურის დადგმა და სხვა საგნის დაყენება, რომლებმაც შეიძლება გააუარესონ ხილვადობა ან/და გააძნელონ მძღოლისა და ქვეითის მოძრაობა; დ) რეგულარული სამგზავრო გადაყვანა დადგენილი მარშრუტებით (მათ შორის ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა); ე) გზაზე მასობრივ, სპორტულ და სხვა ღონისძიებათა ჩატარება.
შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსგან (უწყებისგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების გარეშე, დაუშვებელია:
1

მხოლოდ უშუალოდ გზასთან ჯიხურის დადგმა და სხვა საგნის დაყენება, რომლებმაც შეიძლება გააუარესონ ხილვადობა ან/და გააძნელონ მძღოლისა და ქვეითის მოძრაობა

2

მხოლოდ რეგულარული სამგზავრო გადაყვანა დადგენილი მარშუტებით (მათ შორის ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა)

3

მხოლოდ გზაზე მასობრივ, სპორტულ და სხვა ღონისძიებათა ჩატარება

4

ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი საქმიანობა

#33
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: გ) წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგუ-ლირებლის ზურგის უკან.
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
1

მოტოციკლის მძღოლს

2

ავტობუსის მძღოლს

3

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

#34
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებითაა დასაშვენი შემდეგი საქმიანობა: ვ) სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება, მასზე სპეციალური ციმციმა ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება, ან/და სატრანსპორტო საშუალებისათვის სპეციალური შეფერილობის მიცემა ან/და სატრანსპორტო საშუალების ძარას გვერდებზე დახრილი თეთრი ზოლების დახაზვა.
შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსგან (უწყებისგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების გარეშე, დაუშვებელია:
1

მხოლოდ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება

2

მხოლოდ სპეციალური შუქური და ხმოვანი სიგნალების, აგრეთვე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება

3

მხოლოდ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძარის გვერდებზე დახრილი თეთრი ზოლების დახაზვა

4

ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი ქმედება

#37
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი“ - საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების განმასხვავებელი ნიშანი. ნიშანი არის ელიფსის ფორმის, რომლის ღერძების სიგრძე არანაკლებ 0,175მ X 0,115 მ-ია. ნიშანში ჩაწერილია საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“. ლათინური ასოების სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 0,08 მ-ისა. ისინი გამოსახულია არა ნაკლებ 0,01 მ-ის სიგანის შტრიხებით. ასოები დაიტანება შავი საღებავით თეთრ ფონზე (თეთრი ფონი შეიძლება შუქამრეკლი მასალისგან იყოს დამზადებული). სატრანსპორტო საშუალებაზე ნიშანი ისე უნდა დამაგრდეს რომ ის რეგისტრაციის ნომრად (სახელმწიფო სანომრე ნიშნად) არ იქნეს აღთქმული ან არ გაუარესდეს მისი წაკითხვა.
მოცემული საცნობი ნიშნებიდან რომელია საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების „მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი“?
1

I

2

II

3

III

#38
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: გ) წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგუ-ლირებლის ზურგის უკან.
რა მიმართულებით შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა მარეგულირებლის ამ სიგნალზე?
1

მხოლოდ A, B და C მიმართულებით

2

მხოლოდ B და D მიმართულებით

3

მხოლოდ A, C და D მიმართულებით

4

A, B, C და D მიმართულებით

#43
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან მიიღოს: ბ.ა) ინფორმაცია გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების პირობების შესახებ; ბ.ბ) ინფორმაცია გზაზე მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის დაწესების მიზეზთა შესახებ; ბ.გ) ინფორმაცია პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან.
საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან მიიღოს ინფორმაცია:
1

მხოლოდ გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების პირობების თაობაზე

2

მხოლოდ გზაზე მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის დაწესების მიზეზის თაობაზე

3

მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის შესახებ

4

ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი ინფორმაცია

#52
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ნებისმიერ სავალ ნაწილზე, თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი სამი ან მეტი მოძრაობის ზოლის არსებობისას განაპირა მარცხენა მოძრაობის ზოლის დაკავება ნებადართულია მხოლოდ ინტენსიური მოძრაობისას, როცა სხვა მოძრაობის ზოლები დაკავებულია, აგრეთვე გასწრების, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით, ხოლო სატვირთო ავტომობილებისათვის - მხოლოდ მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს.
რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1

ყვითელი ავტომობილის მძღოლი

2

თეთრი ავტომობილის მძღოლი

3

წითელი ავტომობილის მძღოლი

4

მწვანე ავტომობილის მძღოლი

#56
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით არ უნდა შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე.
აქვს თუ არა უფლება საგზაო მოძრაობის მონაწილეს გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე?
1

აქვს უფლება

2

არ აქვს უფლება

#57
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით არ უნდა შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე. საგზაო მოძრაობის მონაწილემ, რომელმაც ობიექტური მიზეზის გამო ვერ მოახერხა ასეთი შეზღუდვის ან ასეთი საფრთხის შექმნის თავიდან აცილება, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები მისი თავიდან აცილებისათვის, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია, მან უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილება.
თუ საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაყრით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით შეზღუდა საგზაო მოძრაობა ან/და შექმნა საფრთხე, მან დაუყოვნებლივ უნდა:
1

მიიღოს აუცილებელი ზომები მისი თავიდან აცილებისთვის, ხოლო თუ ამის დაუყონებლივ გაკეთება შეუძლებელია, მან უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილება

2

აცნობოს შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დასუფთავების სამსახურში და განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით გააგრძელოს მოძრაობა

#58
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით არ უნდა შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე. საგზაო მოძრაობის მონაწილემ, რომელმაც ობიექტური მიზეზის გამო ვერ მოახერხა ასეთი შეზღუდვის ან ასეთი საფრთხის შექმნის თავიდან აცილება, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები მისი თავიდან აცილებისათვის, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია, მან უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილება.
თუ საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაწყობით ან დაყრით შეზღუდა საგზაო მოძრაობა ან/და შექმნა საფრთხე და ობიექტური მიზეზის გამო დაუყოვნებლივ ვერ ახერხებს ამ შეზღუდვის ან საფრთხის აცილებისათვის აუცილებელი ზომების მიღებას, მან უნდა:
1

უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა დროული გაფრთხილება

2

გააგრძელოს მოძრაობა განსაკუთრებული სიფრთხილით, ამასთან იგი ვალდებული არ არის აღნიშნული შეზღუდვის ან საფრთხის შესახებ გააფრთხილოს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეები

#60
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არ არის, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას მარჯვნიდან უახლოვდება.
რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1

სატვირთო ავტომობილის მძღოლს

2

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

#62
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მძღოლს უნდა ჰქონდეს სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები. თუ სატრანსპორტო საშუალების მართვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესაბამისი მართვის უფლების მინიჭების შემდეგ, მძღოლს ეკრძალება ამ კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვების გარეშე, აგრეთვე ამ უფლების შეჩერების, ჩამორთმევის ან შეწყვეტის (გაუქმების) შემთხვევაში.
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა მძღოლს ეკრძალება:
1

მხოლოდ შესაბამისი მართვის უფლების შეჩერების შემთხვევაში

2

მხოლოდ შესაბამისი მართვის უფლების ჩამორთმევის ან შეწყვეტის (გაუქმების) შემთხვევაში

3

როგორც შესაბამისი მართვის უფლების შეჩერების, აგრეთვე ამ უფლების ჩამორთმევის ან შეწყვტის (გაუქმების) შემთხვევაში