სიახლე! მსურველებს შეგიძლიათ გადმოწერეთ მართვის მოწმობის ბილეთები

აირჩიე კატეგორია

"ბილეთების სია:" T,s, "ბილეთების რაოდენობა": 1023

#67
განმარტება
გათიშვა Xთუ შუქნიშანის წინ ბავშვები აპირებენ გზაზე გადასვლას შუქნიშანთან მიახლოებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ: - ბავშვები შეიძლება სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის ყვითელი სიგნალით შეცვლისთანავე; - ჯგუფიდან ხელის კვრით რომელიმე ბავშვს შეიძლება აიძულონ სავალ ნაწილზე გადმოსვლა; - შეიძლება ბავშვები სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ მათთვის შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვამდე.
თუ შუქნიშანის წინ დგანან ბავშვები, შუქნიშანთან მიახლოებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:
1

მხოლოდ ის გარემოება, რომ ბავშვები შეიძლება სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის ყვითელი სიგნალით შეცვლისთანავე

2

მხოლოდ ის გარემოება, რომ ჯგუფიდან ხელის კვრით რომელიმე ბავშვს შეიძლება აიძულონ სავალ ნაწილზე გადმოსვლა

3

მხოლოდ ის გარემოება, რომ შეიძლება ბავშვები სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ მათთვის მოძრაობის ნებადამრთველი შუქნიშნის სიგნალის ჩართვამდე

4

ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა გარემოება

#68
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა. დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1

ჯერ უნდა გაიაროს ლურჯმა ავტომობილმა, შემდეგ - ტრამვაიმ, ბოლოს - მწვანე ავტომობილმა

2

ჯერ უნდა გაიაროს ტრამვაიმ, შემდეგ - ლურჯმა ავტომობილმა, ბოლოს - მწვანე ავტომობილმა

3

ჯერ უნდა გაიაროს ტრამვაიმ და მწვანე ავტომობილმა, ბოლოს - ლურჯმა ავტომობილმა

#79
განმარტება
გათიშვა Xსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქ აირებში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა შემცირდება, თუ გამოყენებული იქნება ტექნიკურად გამართული სატრანსპორტო საშუალება, ასევე ხარისხიანი და არაეთილირებული (ტყვიის მინარევების გარეშე) საწვავი.
სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვ აირებში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა შემცირდება, თუ გამოყენებული იქნება:
1

მხოლოდ ტექნიკურად გამართული სატრანსპორტო საშუალება

2

მხოლოდ ხარისხიანი საწვავი

3

მხოლოდ არაეთილირებული (ტყვიის მინარევების გარეშე) საწვავი

4

როგორც ტექნიკურად გამართული სატრანსპორტო საშუალება, ასევე ხარისხიანი და არაეთილირებული (ტყვიის მინარევების გარეშე) საწვავი

#81
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თუ მძღოლი ვერ განსაზღვრავს გზაზე საფარის არსებობას (სიბნელის, თოვლის, ტალახის გამო ან სხვა მიზეზით) და არც პრიორიტეტის ნიშნებია, ითვლება, რომ ის მეორეხარისხოვან გზაზე იმყოფება. ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.
რომელი ავტომობილის მძღოლს ენიჭება უპირატესობა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ საგზაო ნიშნები დაფარულია თოვლით?
1

თეთრი ავტომობილის მძღოლს

2

წითელი ავტომობილის მძღოლს

#82
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს, ან საინკასაციო სატრანსპორტო საშუალებით გადააქვს ძვირფასეულობა ან ფასიანი ქაღალდები, ან გადააქვს სახიფათო ტვირთი, ან გადაადგილდება არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, აგრეთვე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5–მე-10, მე-15, მე-16 და 38-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი არ იძლევა უპირატესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება ყურადღების მისაპყრობად მოსალოდნელი საშიშროების თავიდან ასაცილებისათვის.
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ტექნიკური სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი?
1

ჯერ უნდა გაიაროს ავტობუსმა, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, ბოლოს - ტექნიკური სამსახურის ავტომობილმა

2

ჯერ უნდა გაიაროს სატვირთო ავტომობილმა, შემდეგ - ავტობუსმა, ბოლოს - ტექნიკური სამსახურის ავტომობილმა

3

ჯერ უნდა გაიაროს სატვირთო ავტომობილმა, შემდეგ - ტექნიკური სამსახურის ავტომობილმა, ბოლოს - ავტობუსმა

#88
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოძრაობის ზოლიდან ზოლში მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად გადასვლისას მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს გადასასვლელ მოძრაობის ზოლში თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას მოძრაობის ტრაექტორიების გადაკვეთის შემთხვევაში გავლის უპირატესობა ენიჭება მარჯნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.
რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1

თეთრი ავტომობილის მძღოლს

2

რუხი ავტომობილის მძღოლს

#91

ყვითელი ავტომობილის მძღოლს

2

თეთრი ავტომობილის მძღოლს

#96
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გზაჯვარედინის მიღმა, სადაც ტრამვაის ლიანდაგი სავალ ნაწილს კვეთს, ტრამვაის აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, გარდა დეპოდან გამოსვლის შემთხვევისა.
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ენიჭება უპირატესობა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

2

ტრამვაის მძღოლს

#97
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თუ საგზაო ნიშნით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გრუნტოვანი გზიდან იმ გზაზე გასვლისას, რომელიც არ არის გრუნტოვანი გზა, მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ტრაქტორის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1

მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ

2

მხოლოდ მეხრეს მიმართ

3

როგორც მსუბუქი ავტომობილის, ასევე მეხრეს მიმართ

#99
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს, ველოსიპედისტს, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის.
რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ მსუბუქი ავტომობილი გამოდის ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიიდან?
1

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

2

მოპედის მძღოლს

#105
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, თუ შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს რელსიან და ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა, მაგრამ შუქნიშნის დამატებით სექციაში ძირითად ყვითელ ან წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას რელსიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

2

ტრამვაის მძღოლს

#106

#107

#109

#115
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის დროს მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მოძრავი ტრამვაის მძღოლებმაც.
რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, შუქნიშნის ამ სიგნალზე?
1

თეთრი ავტომობილის მძღოლს

2

მწვანე ავტომობილის მძღოლს

#116
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის დამატებით სექციაში ძირითად ყვითელ ან წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.
რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1

ყვითელი ავტომობილის მძღოლს

2

ცისფერი ავტომობილის მძღოლს

#122
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მძღოლმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისმა სატრანსპორტო საშუალებამ დაბრკოლება არ შეუქმნას პრიორიტეტის მქონე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.
ვალდებულია თუ არა მძღოლი უზრუნველყოს, რომ მისმა სატრანსპორტო საშუალებამ დაბრკოლება არ შეუქმნას პრიორიტეტის მქონე საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს?
1

არ არის ვალდებული

2

ვალდებულია

#123
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, თუ არსებობს საკმაო საფუძველი, რომ მძღოლი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, მძღოლი ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიაროს შემოწმება სიმთვრალე-სიფხიზლის დასადგენად.
ვალდებულია თუ არა მძღოლი გაიაროს შემოწმება სიმთვრალე-სიფხიზლის დასადგენად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე, თუ არსებობს საკმაო საფუძველი, რომ მძღოლი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია?
1

ვალდებულია

2

არ არის ვალდებულია

#125
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-17 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და ამ პირს წარუდგინოს: ა) საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიული ძალის მქონე იმ კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც იგი მართავს, აგრეთვე ამ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული); ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის/დოკუმენტების სათანადოდ დამოწმებული თარგმანი, თუ აღნიშნულ დოკუმენტში/დოკუმენტებში ასახული მონაცემები შესრულებული არ არის ქართული ან ლათინური ასოებით.
საქართველოს ტერიტორიაზე მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის და მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების სათანადოდ დამოწმებული თარგმანი, თუ მათში ასახული მონაცემები:
1

შესრულებული არ არის ქართული ასოებით, მაგრამ შესრულებულია ლათინური ასოებით

2

შესრულებული არ არის ლათინური ასოებით, მაგრამ შესრულებულია ქართული ასოებით

3

შესრულებული არ არის ქართული ან ლათინური ასოებით

#130
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-17 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და ამ პირს წარუდგინოს მოცემული სატრანსპორტო საშუალების ფლობის ან განკარგვის ან მისით სარგებლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი -მესაკუთრის არყოფნის შემთხვევაში მისი სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან ქვეყნის იმ ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.
მესაკუთრის არყოფნის შემთხვევაში, მისი სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან ქვეყნის იმ ტერიტორიაზე გადასვლისას, სადაც საქართველოს იურიდიქცია არ ვრცელდება, ვალდებულია თუ არა მძღოლი თან იქონიოს მოცემული სატრანსპორტო საშუალების ფლობის, სარგებლობის ან განკარგვის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი?
1

ვალდებულია

2

არ არის ვალდებული