სიახლე! მსურველებს შეგიძლიათ გადმოწერეთ მართვის მოწმობის ბილეთები

აირჩიე კატეგორია

"ბილეთების სია:" T,s, "ბილეთების რაოდენობა": 1023

#135
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჭაპანო ტრანსპორტს უნდა ჰქონდეს კონსტრუქციით გათვალისწინებული გამართული სადგომი სამუხრუჭო მოწყობილობა და დაგორების საწინააღმდეგო საყრდენები, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით იგი აღჭურვილი უნდა იქნეს სინათლეებით.
საჭაპანო ტრანსპორტს უნდა ჰქონდეს:
1

მხოლოდ კონსტრუქციით გათვალისწინებული გამართული სადგომი სამუხრუჭო მოწყობილობა

2

მხოლოდ დაგორების საწინააღმდეგო საყრდენები

3

როგორც კონსტრუქციით გათვალისწინებული გამართული სადგომი სამუხრუჭო მოწყობილობა, ასევე დაგორების საწინააღმდეგო საყრდენები

#137
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 და მე-9 პუნქტების თანახმად: 3. მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს, ველოსიპედისტს, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის. 9. მარცხნივ მოხვევისას ან გზაჯვარედინის მიღმა მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ტრამვაის.
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოიქმნება გზის დათმობის ვალდებულება თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1

მხოლოდ მოტოციკლის მძღოლის მიმართ

2

მხოლოდ ტრამვაის მძღოლის მიმართ

3

როგორც მოტოციკლის მძღოლის, ასევე ტრამვაის მძღოლის მიმართ

#141
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის დროს მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას, ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მოძრავი ტრამვაის მძღოლებმაც.
რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოიქმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

2

ავტობუსის მძღოლს

#142
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის რეგულირებისათვის გზის სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება, გამოიყენება რევერსული შუქნიშანი წითელი X ნიშნის მაშუქი სიგნალითა და ქვემოთ მიმართული მწვანე ისრით. ეს სიგნალი და ისარი შესაბამისად იმ ზოლზე მოძრაობას კრძალავს ან იმ ზოლზე მოძრაობის ნებას რთავს, რომლის ზემოთაც ისინია განლაგებული. რევერსული შუქნიშნის ძირითად ფერად მაშუქ სიგნალებს შეიძლება დაემატოს დიაგონალურად ქვემოთ – მარჯვნივ ან მარცხნივ დახრილი ისრის მქონე ყვითელი ან თეთრი მაშუქი სიგნალი, რომლის ჩართვა იტყობინება ფერადი მაშუქი სიგნალის შემდგომი შეცვლისა და ისრით მითითებულ ზოლზე გადასვლის ვალდებულების შესახებ. ორივე მხრიდან 1.9 საგზაო მონიშვნით აღნიშნული ზოლის ზემოთ მდებარე გამორთული რევერსული შუქნიშანი კრძალავს ამ ზოლზე გასვლას.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა:
1

A მიმართულებით

2

B მიმართულებით

3

როგორც A, ასევე B მიმართულებით

#143

მხოლოდ A მიმართულებით

2

მხოლოდ B მიმართულებით

3

როგორც A, ასევე B მიმართულებით

#147

დაარღვევს თუ არა საგზაო მოძრაობის წესებს ავტობუსის მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1

დაარღვევს

2

არ დაარღვევს

#148
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-10 პუნქტის თანახმად: 2. შუქნიშნის მაშუქ სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ე) მწვანე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას. 10. მწვანე, ყვითელ და წითელ მაშუქ სიგნალებს, რომლებზედაც გამოსახულია ისარი/ისრები, იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც შესაბამისი ფერის უისრო მაშუქ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით/ისრებით მითითებული მიმართულებით/მიმართულებებით. ამასთანავე, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს აკრძალული არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით. იგივე მნიშვნელობა აქვს შუქნიშნის დამატებით სექციაში მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახულ ისარს. შუქნიშნის დამატებითი სექციის გამორთული მაშუქი სიგნალი იტყობინება, რომ ამ სექციით რეგულირებული მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია.
რომელი მიმართულებით შეუძლია წითელი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა შუქნიშნის ამ სიგნალზე?
1

მხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ

2

მხოლოდ მარჯვნივ

3

მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ

4

ნებისმიერი მიმართულებით

#149
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და მე-10 პუნქტის თანახმად: 2. შუქნიშნის მაშუქ სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ე) მწვანე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას. 10. მწვანე, ყვითელ და წითელ მაშუქ სიგნალებს, რომლებზედაც გამოსახულია ისარი/ისრები, იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც შესაბამისი ფერის უისრო მაშუქ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით/ისრებით მითითებული მიმართულებით/მიმართულებებით. ამასთანავე, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს აკრძალული არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით. იგივე მნიშვნელობა აქვს შუქნიშნის დამატებით სექციაში მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახულ ისარს. შუქნიშნის დამატებითი სექციის გამორთული მაშუქი სიგნალი იტყობინება, რომ ამ სექციით რეგულირებული მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია.
რომელი მიმართულებით შეუძლია ლურჯი ავტომობილის მძღოლს, გააგრძელოს მოძრაობა შუქნიშნის ამ სიგნალზე?
1

მხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ

2

მხოლოდ მარჯვნივ

3

მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ

4

მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)

#150
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქვეითთა გადასასვლელზე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა საგზაო შუქნიშნით ან მარეგულირებლის მეშვეობით რეგულირდება, მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლი უნდა გაჩერდეს ქვეითთა გადასასვლელის წინ ან მის წინ მდებარე განივ მონიშვნასთან, ხოლო როცა მოძრაობის გაგრძელების უფლებას მიიღებს, არ უნდა დააბრკოლოს და საფრთხე არ უნდა შეუქმნას ქვეითთა გადასასვლელზე შესულ ქვეითებს. თუ მძღოლი ასრულებს მოხვევას სხვა გზაზე შესასვლელად, რომლის შესასვლელთანაც მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი, მან ეს მოხვევა უნდა შეასრულოს მხოლოდ დაბალი სიჩქარით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითები.
ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გზა დაუთმოს ქვეითებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1

ვალდებულია

2

არ არის ვალდებული

#151
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყვითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას და იტყობინება არარეგულირებული გზაჯვარედინის, ქვეითთა ან ველოსიპედისტთა გადასასვლელის არსებობის ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ ყველა შუქნიშანში ჩართულია ყვითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი?
1

აქვს უფლება

2

არ აქვს უფლება

#152
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომელსაც ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს მკვეთრად დამუხრუჭების გარეშე არ შეუძლია გაჩერდეს ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში, უფლება აქვს, განაგრძოს მოძრაობა. ქვეითმა, რომელიც ამკრძალავი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს გზის სავალ ნაწილზე იმყოფება, უნდა გაათავისუფლოს იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − გაჩერდეს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ხაზზე.
აქვს თუ არა უფლება ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის შემდეგ, ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვისას, ვერ შეძლებს მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან?
1

აქვს უფლება

2

არ აქვს უფლება

#153
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივად ჩართული წითელი და ყვითელი მაშუქი სიგნალები კრძალავს მოძრაობას და იტყობინება მწვანე მაშუქი სიგნალის მოსალოდნელი ჩართვის შესახებ.
აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, შუქნიშნის ამ სიგნალზე?
1

აქვს უფლება

2

არ აქვს უფლება

#155
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელთან, გემის ან ბორნის მისადგომთან, გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელთან და იმ ადგილას, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია, გამოიყენება ერთ სადგარზე, ერთსა და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალი, რომელთაგან წითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს „სდექ“ ხაზის გადაკვეთას, მისი არარსებობის შემთხვევაში კი − შუქნიშნის იქით გადასვლას, ხოლო ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს შეუძლიათ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ, ამასთანავე, ვალდებული არიან, დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე. თუ ფერადი მაშუქი სიგნალები გამორთულია, მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ხილვადობის ფარგლებში არ ჩანს გადასასვლელთან მოახლოებული მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა).
თუ შუქნიშანში ჩართულია ყვითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი:
1

მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს სდექ ხაზთან

2

მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს შუქნიშანთან

3

მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით

4

მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს უახლოეს რელსამდე, არანაკლებ 10 მეტრის მანძილზე

#157
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მწვანე, ყვითელ და წითელ მაშუქ სიგნალებს, რომლებზედაც გამოსახულია ისარი/ისრები, იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც შესაბამისი ფერის უისრო მაშუქ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით/ისრებით მითითებული მიმართულებით/მიმართულებებით. ამასთანავე, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს აკრძალული არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით. იგივე მნიშვნელობა აქვს შუქნიშნის დამატებით სექციაში მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახულ ისარს. შუქნიშნის დამატებითი სექციის გამორთული მაშუქი სიგნალი იტყობინება, რომ ამ სექციით რეგულირებული მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია.
რომელი მიმართულებით შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა წითელი ავტომობილის მძღოლს შუქნიშნების ამ სიგნალზე?
1

მხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ

2

მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ

3

მხოლოდ მარცხნივ

4

მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)

#161
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივად ჩართული წითელი და ყვითელი მაშუქი სიგნალები კრძალავს მოძრაობას და იტყობინება მწვანე მაშუქი სიგნალის მოსალოდნელი ჩართვის შესახებ.
ერთობლივად ჩართული შუქნიშნის წითელი და ყვითელი მაშუქი სიგნალები:
1

კრძალავს მოძრაობას და იტყობინება მწვანე მაშუქი სიგნალის მოსალოდნელი ჩართვის შესახებ

2

რთავს მოძრაობის ნებას და იძლევა ინფორმაციას გზის მონაკვეთზე საფრთხის არსებობის შესახებ

#162
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე შუქნიშნის წითელ მოციმციმე მაშუქ სიგნალთან ერთად შეიძლება მიეცეს ხმოვანი სიგნალი, რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეებს დამატებით ამცნობს რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობის აკრძალვის შესახებ.
რკინიგზის გადასასვლელზე, შუქნიშნის წითელ მოციმციმე მაშუქ სიგნალთან ერთად მიცემული ხმოვანი სიგნალი, მოძრაობის მონაწილეებს დამატებით აწვდის ინფორმაციას:
1

გადასასვლელზე მოძრაობის აკრძალვის შესახებ

2

გადასასვლელზე მოძრაობის გაგრძელების უფლების შესახებ

#163
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვის, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტის კოლონები გზის სავალ ნაწილზე მოძრაობისას უნდა დაიყოს ჯგუფებად, მაგრამ არაუმეტეს 10 სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვისა და 5 საჭაპანო ტრანსპორტისა თითოეულში. გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა იყოს 80-100 მეტრი.
სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვის, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტის კოლონები გზის სავალ ნაწილზე მოძრაობისას უნდა დაიყოს ჯგუფებად, თითოეულში არაუმეტეს:
1

15 სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვისა და 10 საჭაპანო ტრანსპორტისა

2

10 სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვისა და 5 საჭაპანო ტრანსპორტისა

#165
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 4.1.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.1.1 „მოძრაობა პირდაპირ“ რთავს მხოლოდ ისრით ნაჩვენები მიმართულებით მოძრაობის ნებას. ამავე პუნქტის შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 4.1.1-4.1.6 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი.
რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?
1

მხოლოდ ლურჯი ავტომობილის მძღოლს

2

მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლს

3

ორივე ავტომობილის მძღოლს

4

არცერთი ავტომობილის მძღოლს

#166
განმარტება
გათიშვა X„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წითელი მაშუქი სიგნალი ან წითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი კრძალავს მოძრაობას.
მოცემულ სიტუაციაში ავტომობილის მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:
1

A მიმართულებით

2

B მიმართულებით

3

C მიმართულებით

4

არცერთი მიმართულებით

#167